KARTLI'S ART GALLERY
Kartli's Gallery — ქართული სამხატვრო გალერეა. დაარსებულია 2013 წელს მოსკოველი ქართველების მიერ. თავდაპირველად გალერეა ფუნქციონირებდა როგორც საგანმანათლებლო, პატრიოტული პროექტი, რომელიც ძირითადად ქართულ დიასპორაზე იყო ორიენტირებული. 2015 წლამდე პროექტს "ქართული მხატვრობის შედევრები" ერქვა. მოღვაწეობის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს და ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. დროთა განმავლობაში გალერეა გაიზარდა — მოხდა კომუნიკაციის გაღრმავება სამხატვრო საზოგადოებასთან, იქნა შეძენილი საინტერესო ნახამუშევრები, ჩატარდა მასშტაბური გამოფენები, კულტურული საღამოები, ფესტივალები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, ჰუმანიტარული პროექტები. ამ ყველაფერმა განაპირობა კომერციალიზაცია და ნახატების რეალური გაყიდვები. გალერეის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის ელიზბარ ოქროპირიძე — ევროპეისტი, გალერისტი, იმპრესარიო, საზოგადო მოღვაწე, ქართული კულტურის აპოლოგეტი. თანადამფუძნებელი — ირაკლი ნაკანი — ინჟინერი, ქველმოქმედი, გალერისტი, ისტორიული სამშობლოს დიდი გულშემატკივარი, რომელმაც საწყის ეტაპზე მხარი დაუჭირა პროექტს და დააფინანსა რამოდენიმე დიდი გამოფენა.